Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი აბასი ადასტურებს, რომ პალესტინელები ითხოვენ გაეროს წევრობას


პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დღეს დაადასტურა, რომ პალესტინელების მთავრობა ოფიციალურად მიმართავს გაეროს, პალესტინელების სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების თხოვნით. აბასმა რამალაში გამოსვლისას განაცხადა, რომ გაეროს სრულუფლებიანი წევრობის სტატუსის მოპოვება არის პალესტინელი ხალხის კანონიერი უფლება. მისი გამოსვლა წინ უსწრებს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას, რომელიც მომავალ კვირაში იწყება. ტერიტორია, რომელიც, პალესტინელების თხოვნით, მათ სახელმწიფოდ უნდა იქნეს აღიარებული, მოიცავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს, ღაზის სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმს. პალესტინელების გეგმას ეწინააღმდეგებიან ისრაელი და შეერთებული შტატები. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ვეტოს გამოიყენებს გაეროს უშიშროების საბჭოში.
XS
SM
MD
LG