Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ სანქციები შეუმსუბუქა ლიბიას


გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს ლიბიის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქებას, რათა გაუადვილონ ამ ქვეყანას მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდგომი ამოცანების შესრულება. შემსუბუქდება სანქციები, მაგალითად, ლიბიის სახელმწიფო ნავთობკომპანიისა და ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ეს სანქციები შემოიღეს ექვსი თვის წინ, დემოკრატიზაციის მომხრე დემონსტრანტებისადმი მიმართული რეპრესიების გამო. უფრო ადრე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააკმაყოფილა ლიბიის თხოვნა, გაეროში ამ ქვეყნის კანონიერ წარმომადგენლად ეღიარებინა ეროვნული გარდამავალი საბჭო.
XS
SM
MD
LG