Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები საბანკო სექტორზე მსჯელობენ


პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გრძელდება ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც დღეს საბანკო სექტორზე მსჯელობენ. პოლონელი ოფიციალური პირების განცხადებით, მინისტრები შეეცდებიან "მოძებნონ გზები ევროპული ბაზრებისადმი ნდობის აღსადგენად და ფინანსური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად". დღესვე, პროფკავშირები ვროცლავში საგანგებო აქციაზე აპროტესტებენ ევროკავშირის მოთხოვნას კრიზისით მოცული ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის მიმართ, განახორციელონ საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად დასაზოგი პროგრამები. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია ირწმუნება, რომ ხარჯების დასაზოგი პროგრამები უმუშევრობას ზრდის.
XS
SM
MD
LG