Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ხორვატიას გადასცა გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტი


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხორვატიას გადასცა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტი, მასზე დეკემბერში ხელმოსაწერად, რასაც მოჰყვება ევროკავშირში ხორვატიის მიღება 2013 წელს. ტუსკმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა, ზაგრებში ვიზიტისას განაცხადა, რომ ხორვატიის მიღება ოპტიმიზმს შეჰმატებს ევროკავშირს. ხოლო ხორვატიის პრემიერ-მინისტრ იადრანკა კოსორის განცხადებით, ზაგრებმა მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზანს. სლოვენიის შემდეგ ხორვატია იქნება ყოფილი იუგოსლავიის მეორე რესპუბლიკა, რომელსაც ევროკავშირში მიიღებენ.
XS
SM
MD
LG