Accessibility links

logo-print

ლატვიაში იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები


ლატვიაში იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ლიდერობს პარტია „თანხმობის ცენტრი". მას მხარს უჭერს ლატვიის რუსულენოვანი უმცირესობა, რომელიც მოსახლეობის მესამედს შეადგენს. მეორე ადგილზეა ახალი, რეფორმების პარტია ყოფილი პრეზიდენტის, ვალდის ზატლერსის ხელმძღვანელობით. ვადამდელი არჩევნები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ივლისში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეების 90 პროცენტზე მეტი მიემხრო საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ლატვიას, რმოელიც მძიმედ დააზარალა ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმ, უმუშევრობის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
XS
SM
MD
LG