Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში თვითმფრინავი ჩავარდა საჰაერო შოუს მაყურებლებში


შეერთებულ შტატებში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა საჰაერო შოუს მაყურებლებში თვითმფრინავის ჩავარდნის შედეგად. შოუ სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ნევადის შტატში იმართებოდა. ტელეკადრებზე ჩანს, როგორ ეცემა საჰაერო შოუს საყურებლად ქალაქ რენოში შეკრებილ ხალხზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდის თვითმფრინავი, "P51 მუსტანგის" ტიპის საფრენი აპარატი, რომლის პილოტმაც, სავარაუდოდ, თავი ვერ გაართვა ტექნიკურ პრობლემებს. პილოტი 74 წლის იყო.
XS
SM
MD
LG