Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიას ესტუმრა რუსი კანონმდებლების დელეგაცია


დღეს სირიაში ჩავიდა რუსი კანონმდებლების დელეგაცია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან და ოპოზიციის წევრებთან შესახვედრად. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ, ილიას უმახანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც გაიმართებოდა „მშვიდობიან გარემოში, მსხვერპლის გარეშე“. ცნობებში არ არის დაკონკრეტებული პრეზიდენტ ალ-ასადთან შეხვედრის თარიღი და არ ჩანს არც ის, ოპოზიციის რომელი წევრები აპირებენ რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას. მოსკოვი კვლავაც მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, მიუხედავად სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისა, რომლებმაც, გაეროს მონაცემებით, 2600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG