Accessibility links

logo-print

უკრაინა: „ამორალურია“ ევროკავშირში ინტეგრაციის დაკავშირება ტიმოშენკოს პროცესთან


უკრაინის პრემიერ-მინისტრ მიკოლა აზაროვის თქმით, „ამორალურია“ ევროკავშირში მისი ქვეყნის ინტეგრაციის დაკავშირება უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესთან. აზაროვმა დღეს იალტაში უთხრა ჟურნალისტებს, საქმე ეხება იმდენად სერიოზულ საკითხებს, რომ „არა მარტო არასწორი, არამედ ამორალურიც იქნებოდა მათი დაკავშირება კონკრეტულ სასამართლო პროცესთან“. აზაროვის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაურეკა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებენ სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG