Accessibility links

logo-print

ინდოეთსა და ნეპალში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


ინდოეთსა და ნეპალში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც, როგორც იუწყებიან, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,9 მიაღწია. ნეპალის პოლიციის ცნობით, ამ ქვეყანაში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის ოფიციალური წარმომადგენლები კი იუწყებიან, რომ მიწისძვრამ, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი შეიწირა ჩრდილოეთში მდებარე სიკიმისა და ბიჰარის შტატებში. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის სააგენტოს მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ჰიმალაიში მდებარე სიკიმის შტატი. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს ბუტანსა და ბანგლადეშშიც.
XS
SM
MD
LG