Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში გრძელდება შეტაკებები


ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგულმა მებრძოლებმა დღეს იერიშები წამოიწყეს ქალაქ ბანი ვალიდის გარშემო. ცნობების თანახმად, კადაფის მომხრეებმა რაკეტები დაუშინეს და ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი კადაფის მოწინააღმდეგე ძალებს ბანი ვალიდში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 140-მდე კილომეტრში. იუწყებიან ასევე, რომ ახალი, გარდამავალი მთავრობის ძალები ნელა მიიწევენ წინ სურთში, რომელიც კადაფის მშობლიური ქალაქია და მისი ერთგული მებრძოლების ერთ-ერთი ბოლო დასაყრდენი. ამასობაში, ლიბიის დროებითმა მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ გადაიდო კაბინეტის ახალი შემადგენლობის გამოცხადება. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, რანგით მეორე პირმა ეროვნულ გარდამავალ საბჭოში, მაჰმუდ ჯიბრილმა აღნიშნა, რომ საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით ყოვნდება.
XS
SM
MD
LG