კარაჩიში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დღეს პოლიციის მაღალჩინოსნის სახლთან თავი აიფეთქა და სულ ცოტა 8 ადამიანი იმსხვერპლა. კარაჩის გამოძიების დეპარტამენტის ანტიტერორისტული განყოფილების უფროსი ჩაუდრი ასლამი აფეთქებას გადაურჩა. აფეთქების შემდეგ სატელევიზიო გამოსვლისას მან მომხდარში პაკისტანის თალიბანი დაადანაშაულა: ”მე თალიბანი მემუქრებოდა. მინდა თქვენი საშუალებით ვაუწყო მათ, რომ ამ ლაჩრულ მოქმედებას მე არ შევუშინებივარ. მათ ისეთ ”გაკვეთილს” ჩავუტარებ, მათ შთამომავლობასაც ემახსოვრება. არ მეშინია. მძინარე ადამიანებზე თავდასხმა ლაჩრობაა. თუკი გამბედაობა ყოფნით, მე სულ გზაზე ვარ და მე დამესხან თავს”. აფეთქებისას დაღუპულთა შორის 6 პოლიციელია.
ყველაზე პოპულარული
1