Accessibility links

logo-print

მაჰმუდ აბასი ისრაელს მოუწოდა პალესტინის დამოუკიდებლობის ცნობისკენ


პალესტინის ავტონომიის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა ისრაელს პალესტინის დამოუკიდებლობის ცნობისკენ მოუწოდა. აბასმა, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის ნიუ იორკისკენ მიემგზავრება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაეროს წევრებისადმი გაეროში პალესტინის სახელმწიფოს მიღების შესახებ მისი მიმართვის შემდეგ, შესაძლოა, ”ძალიან რთული ვითარება” წარმოიქმნას. მოელიან, რომ აბასი შესაბამის განაცხადს პარასკევს შეიტანს, როცა დაგეგმილია მისი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ამის შემდეგ საკითხი განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოზე გავა. კონფლიქტის დარეგულირების შესახებ შეთანხმების მიღწევამდე ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს ცნობის წინააღმდეგია. აშშ ისრაელის პოზიციის სოლიდარულია და აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG