Accessibility links

ავღანეთში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს ღამის რეიდები


არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ავღანეთში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს მრავალეროვანი სამხედრო ძალების ღამის რეიდები. „ღია საზოგადოების ფონდის“ მონაცემებით, ნატომ და ამერიკელმა სამხედროებმა მართალია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს რეიდებთან დაკავშირებული ზომების ხარისხი, მაგრამ რეიდების სიხშირე და მასშტაბურობა უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. როგორც "ღია საზოგადოების ფონდის" წარმომადგენელმა, ერიკა გასტონმა განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე: „როცა საერთაშორისო ჯარები შედიან სახლში, რომლის შესახებაც შესაძლოა, სწორი ინფორმაცია აქვთ და იქ შესაძლოა, მართლაც იმყოფება მეამბოხე, ამავე დროს აპატიმრებენ იქ მყოფ ყველა მამაკაცს, რომლებიც შესაძლოა, უდანაშაულო სამოქალაქო პირები იყვნენ.“ საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკით, 2009 წლის თებერვლიდან 2010 წლის დეკემბრამდე ავღანეთში ხუთჯერ გაიზარდა ღამის რეიდების რიცხვი, საშუალოდ ყოველ ღამე 19 რაიდი ტარდება. უცხოელი ჯარისკაცები ასეთ რეიდებს მიიჩნევენ თალიბების ამბოხებასთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის რამდენჯერმე აქვს გაკრიტიკებული ეს სტრატეგია. ის რეიდებისთვის ბოლოს მოღებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG