Accessibility links

შორენა ხანგოშვილი გაათავისუფლეს


შორენა ხანგოშვილი (მარი ბასტაშევსკის ფოტო)

შორენა ხანგოშვილი (მარი ბასტაშევსკის ფოტო)

ყოფილი ჟურნალისტი და როდი სკოტის ფონდის თანამშრომელი შორენა ხანგოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ პანკისის ხეობის მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების პარტნიორი რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი ხათუნა გოგაშვილი. ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პანკისის ხეობაში ადგილობროვი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა, დროებით შეწყდა სწავლა იმ სკოლაში, სადაც შორენა ხანგოშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ხანგოშვილი მოზარდებს ინგლისურ ენას ასწავლის. ის ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით გასულ პარასკევს ახმეტაში დააკავეს, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პანკისის ხეობის მცხოვრებნი ვარაუდობენ, რომ ხანგოშვილი მის ძებნილ ძმაზე ზეწოლის მიზნით დააპატიმრეს. პედაგოგის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას აპირებენ. შორენა ხანგოშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში მოკლული ბრიტანელი ჟურნალისტის როდი სკოტის ფონდის ეგიდით. ფონდის დირექტორის ვლადიმირ ლოზინსკის მიერ სააგენტო ”ინტერპრესნიუსისთვის” გაგზავნილ საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ როდი სკოტის ფონდი გამორიცხავს ნარკოდანაშაულში მისი თანამშრომლის შორენა ხანგოშვილის მონაწილეობას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG