Accessibility links

რუსეთში დაადგინეს, რომ ივნისის ავიაკატასტროფის მიზეზებს შორის იყო ალკოჰოლის მოხმარება


რუსეთში გამოძიებამ დაადგინა, რომ სამგზავრო თვითმფრინავში, რომელმაც წელს, 21 ივნისს კატასტროფა განიცადა ქალაქ პეტროზავოდსკთან, შტურმანი ნასვამი იყო. ტუ-134 ტიპის თვითმფრინავის კატასტროფამ 47 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის შტურმანის. გადარჩა მძიმედ დაჭრილი ხუთი ადამიანი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-მდივანმა, ვლადიმირ მარკინმა კვირას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ თვითმფრინავის შტურმანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG