Accessibility links

logo-print

ირანში დააპატიმრეს BBC-ის ხუთი რეპორტიორი


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დააპატიმრეს BBC-ის სპარსული ტელევიზიის ხუთი რეპორტიორი. ამ წყაროს ცნობით, რეპორტიორები მუშაობდნენ დოკუმენტურ ფილმზე, რისი უფლებაც არ ჰქონდათ აღებული კულტურის სამინისტროს უცხოური პრესის დეპარტამენტისაგან. მინისტრმა მოჰამად ჰოსეინიმ დაადასტურა დაპატიმრების ფაქტი და განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახური მალე გაავრცელებს უფრო დეტალურ ინფორმაციას. BBC-ის სპარსულენოვანი სამსახურის პროგრამები აკრძალულია ირანში, მაგრამ მათი ნახვა შესაძლებელია სატელიტის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG