Accessibility links

ალბერ მეორემ სამეფოს ოქროს მედალი გადასცა ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს


მონაკოს პრინცი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ალბერ მეორე იმყოფებოდა დაბა ბაკურიანში, სადაც პატივი მიაგო ვანკუვერის ოლიმპიადიაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. მონაკოს პრინცმა ქუმარიტაშვილის ოჯახს სამეფოს ოქროს მედალი გადასცა. ალბერ მეორე ბაკურიანიდან გაემგზავრა ყვარლის რაიონში, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად მის ვენახში ყურძენი დაკრიფა. დღესვე მონაკოს პრინცი დმანისში არქეოლოგიურ გათხრებს დაათვალიერებს, საღამოს კი, თბილისში დაესწრება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისისა და ოლიმპიური მუზეუმის გახსნას.
XS
SM
MD
LG