Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუისში გრძელდება შორენა ხანგოშვილის მხარდასაჭერი აქცია


მოსახლეობის საპროტესტო აქცია გრძელდება ახმეტის რაიონში, კერძოდ, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც პედაგოგ შორენა ხანგოშვილის დაპატიმრების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. შორენა ხანგოშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ მოზარდებს ინგლისურ ენას ასწავლიდა, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით გასულ პარასკევს ახმეტაში დააკავეს, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პანკისის ხეობის მცხოვრებნი ვარაუდობენ, რომ ხანგოშვილი მის ძებნილ ძმაზე ზეწოლის მიზნით დააპატიმრეს. პედაგოგის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას აპირებენ. შორენა ხანგოშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში მოკლული ბრიტანელი ჟურნალისტის როდი სკოტის ფონდის ეგიდით. ფონდის დირექტორის ვლადიმირ ლოზინსკის მიერ სააგენტო ”ინტერპრესნიუსისთვის” გაგზავნილ საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ როდი სკოტის ფონდი გამორიცხავს ნარკოდანაშაულში მისი თანამშრომლის შორენა ხანგოშვილის მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG