Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC-ის ცნობით, ირანში დააკავეს ექვსი კინემატოგრაფისტი


BBC-ის განცხადებით, ირანში დააკავეს ექვსი დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტი, რომელთა ნამუშევრებიც ნაჩვენები აქვს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას. ამასთან, BBC-ი უარყოფს, რომ დაკავებული კინემატოგრაფისტები მისი თანამშრომლები არიან. BBC-ის ეს განცხადება მოჰყვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ცნობას, რომ თეირანმა დააპატიმრა ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი, BBC-ის სპარსულენოვანი სამსახურისათვის ინფორმაციის შეგროვების გამო. ამ სამსახურის გადაცემები აკრძალულია ირანში, მაგრამ ხელმისაწვდომია სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. თეირანი BBC-ის სპარსულენოვან სამსახურს ადანაშაულებს ირანის შესახებ ნეგატიურ მაუწყებლობასა და ქვეყანაში არეულობის ხელშეწყობაში.
XS
SM
MD
LG