Accessibility links

logo-print

ახმეტელი პედაგოგი შორენა ხანგოშვილი შესაძლოა უკვე გაათავისუფლეს


ყოფილი ჟურნალისტი და როდი სკოტის ფონდის თანამშრომელი შორენა ხანგოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ პანკისის ხეობისმოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების პარტნიორი რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი ხათუნა გოგაშვილი. ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პანკისის ხეობაში ადგილობროვი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა, დროებით შეწყდა სწავლა იმ სკოლაში, სადაც შორენა ხანგოშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. მოზარდებს ინგლისურ ენას ასწავლიდა, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით გასულ პარასკევს ახმეტაში დააკავეს, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პანკისის ხეობის მცხოვრებნი ვარაუდობენ, რომ ხანგოშვილი მის ძებნილ ძმაზე ზეწოლის მიზნით დააპატიმრეს. პედაგოგის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას აპირებენ. შორენა ხანგოშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში მოკლული ბრიტანელი ჟურნალისტის როდი სკოტის ფონდის ეგიდით. ფონდის დირექტორის ვლადიმირ ლოზინსკის მიერ სააგენტო ”ინტერპრესნიუსისთვის” გაგზავნილ საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ როდი სკოტის ფონდი გამორიცხავს ნარკოდანაშაულში მისი თანამშრომლის შორენა ხანგოშვილის მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG