Accessibility links

აბდულა გიულმა უსაფრთხოების მიზნით ბერლინში სიტყვით გამოსვლა გადადო


გერმანიაში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა უსაფრთხოების ინტერსებიდან გამომდინარე გადადო სიტყვით გამოსვლა ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტში. ამის მიზეზი გახდა ანონიმური ზარი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში დადებული ბომბის შესახებ. იმავე დღეს უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ასეულმა ქურთმა გამართა აქცია, რომელზეც ქურთ მუშათა პარტიის ლიდერის აბდულა ოჯალანის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. მანამდე ორშაბათ დილას აბდულა გიულმა მოლაპარაკება გერმანიის პრეზიდენტ კრისტიან ვულფთან გამართა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის განვითარებაში.
XS
SM
MD
LG