Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დეფიციტის შემცირების გეგმა წარადგინა


ბარაკ ობამამ დღეს გამოაცხადა იმ ზომების შესახებ, რომელმაც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას და ეკონომიკის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი. წარმოდგენილი გეგმის თანახმად 10 წლის განმავლობაში 3 ტრილიონი დოლარით უნდა შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი და პარალელურად გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადი იმ მოქალაქეებზე, რომლებიც წელიწადში 100 ათას დოლარზე მეტ გასამრჯელოს ღებულობენ. „საშუალო კლასის ოჯახებმა არ უნდა გადაიხადონ ისეთივე მაღალი გადასახადები, როგორც მილიონერებმა და მილირადერებმა. ეს ძალიან მარტივია. და ძნელია რაიმე დაუპირიპირო ამ მოსაზრებას“, - განაცხადა ობამამ თეთრი სახლის ვარდების ბაღში. თეთრი სახლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გეგმა ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის ძირფესვიან შესწავლას, რაც 1.5 ტრილიონით გაზრდის შემოსავალს. რესპუბლიკური პარტიის წევრები გადასახადების ნებისმიერი გაზრდის წინააღმდეგ გამოდიან და ფიქრობენ, რომ წარმოდგენილი ზომები ვერ მოაგვარებს გრძელვადიან პრობლემას და მხოლოდ გადასახადების გაზრდას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG