Accessibility links

logo-print

უკრაინელმა ვეტერანებმა შეღავათების შემცირება გააპროტესტეს


უკრაინის პარლამენტის შენობასთან გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, რომელშიც 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამოქალაქო პერსონალის გარდა, სამხედრო ვეტერანებიც მონაწილეობდნენ. დემონსტრაციაში მონაწილეები აპროტესტებდნენ ჩერნობილისა და ავღანეთის ომის მონაწილე ვეტერანებისათვის არსებული შეღავათების მოსალოდნელ შემცირებას. კანონპროქტი, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში განიხილება, ამ კატეგორიის პენსიონერებისათვის პენსიებისა და სამედიცინო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც სახელმწიფო დეფიციტის შემცირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მორიგი ტრანშის მიღებას იმედოვნებს.
XS
SM
MD
LG