Accessibility links

logo-print

მოძრაობა "არა": პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება


ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირები ევროსტრუქტურებს სთხოვენ მხარდაჭერას, რათა შეიქმნას სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე მეთვალყურეობის საბჭო. რუსთავის საპატიმროში მყოფი ვახტანგ მაისაიას, თემურ ჟორჟოლიანის, რამაზ სამნიძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და მელორ ვაჩნაძის წერილის შინაარსი დღეს ჟურნალისტებს გააცნო მოძრაობა "არა"-ს ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ. მისი განცხადებით, პატიმრები ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ევროპარლამენტს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ საპატიმროებში გაუსაძლისი მდგომარეობაა, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა სიცოცხლეს კი, საფრთხე ემუქრება. მიმართვის ხელმომწერი პატიმრები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი უფლებით აღჭურვილი მონიტორინგის საბჭო, რომლის წევრებიც შეძლებენ ნებისმიერ დროს შევიდნენ საპატიმროებში და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნონ.
XS
SM
MD
LG