Accessibility links

logo-print

იემენის დედაქალაქში ახალი შეტაკებებია


ინტენსიური სროლისა და აფეთქების ხმა კვლავ ისმოდა იემენის დედაქალაქ სანააში, სადაც შეტაკება მოხდა უსაფრთხოების ძალებსა და იმ სამხედრო დანაყოფს შორის, რომელიც დემონსტრანტების მხარეზე წლის დასაწყისში გადავიდა. ექიმების ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ოცზე მეტი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით ჭურვები მოხვდა კარვებს, რომლებშიც დემონსტრანტები ცხოვრობენ. კვირასა და ორშაბათს იემენის უსაფრთხოების ძალებმა და მთავრობის მომხრე შეიარაღებულმა პირებმა 50 კაცზე მეტი მოკლეს.
XS
SM
MD
LG