Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შორენა ხანგოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


პატიმრობიდან გაათავისუფლეს ბრიტანელი ჟურნალისტის როდი სკოტის სახელობის ფონდის თანამშრომელი ასმათ (შორენა) ხანგოშვილი, რომელიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, გასულ კვირაში დააკავეს ახმეტაში და შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, სადაც საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ფაქტს პანკისის ხეობაში, სადაც ხანგოშვილი ინგლისურ ენას ასწავლის, მოსახლეობის საპროტესტო აქციები მოჰყვა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ასმათ ხანგოშვილმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ დანაშაული არ უღიარებია, პატიმრობიდან გათავისუფლება კი, მისთვის ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც დაკავება. ამავე სააგენტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განუმარტეს, რომ მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხანგოშვილითვის პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ზომით და ის 5 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG