Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში დამოუკიდებლობის 21-ე წლისთავს აღნიშნავენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 21-ე წლისთავს აღნიშნავენ. დღეს ცხინვალში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის მეოთხე ბაზის სამხედროებიც. აღლუმს დაესწრნენ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი. დღესვე კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა კოკოითისადმი პრეზიდენტ მედვედევის მისალოცი წერილი, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთს შემდგომ მხარდაჭერას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG