Accessibility links

ნიუ-იორკში გაიმართა ბან კი მუნისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა


გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში შეხვდა შვეიცარიის პრეზიდენტს და თურქეთის, პორტუგალიის, პანამის, ბუტანისა და გაბონის საგარეო საქმეთა მინისტრებს. გაიმართა გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთანაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბან კი მუნს გრიგოლ ვაშაძემ გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, იქ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და შემდგომი მილიტარიზაციის პროცესი. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გაეროს გენერალური მდივნის პრესსამსახურმაც. მისი ცნობით, ბან კი მუნმა დაადასტურა, რომ გაერო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG