Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე


საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც 22 სექტემბერს მოხსენებით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეფორმებზეც. მანჯგალაძის ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდება შვეიცარიის, ფინეთის, ლიტვის, ლატვიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბოლივიის, მონღოლეთისა და ნიგერიის პრეზიდენტებს და აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონს და მონაწილეობას მიიღებს "ღია მთავრობის თანამშრომლობის" კონფერენციაში.
XS
SM
MD
LG