Accessibility links

logo-print

საბჭოთა სიმბოლიკას ევროსასამართლომ უარი უთხრა


ევროკავშირის სასამართლომ, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა, დრეს დაადგინა, რომ საბჭოთა კავშირის სიმბოლო არ შეიძება იქნას გამოყენებული სავაჭრო ნიშნად ევროკავშირის ქვეყნებში. სარჩელით სასამართლოს მიმართა კომპანია „Couture Tech“მა, რომელიც ცდილობდა მიეღწია 2006 წელს, ევროკავშირის სავაჭრო ნიშნების სამმართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ-ერთი საბჭოთა სიმბოლოს გამოყენებას კრძალავს. სამმართველო მიუთითებდა, რომ რიგ ქვეყნებში, რომლებიც უწინ საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში შედიოდნენ, მათ შორის უნგრეთში, ლატვიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, საბჭოთა ნამგალი და ურო განიხილება, როგორც „ტირანიის სიმბოლო.“
XS
SM
MD
LG