Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის გარდამავალმა საბჭომ კონტროლი ქალაქ საბაზე დაამყარა


ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ძალები შევიდნენ ქალაქ საბაში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით მათ არ შეხვედრიათ წინააღმდეგობა მუამარ კადაფის მომხრე ძალების მხრიდან. ქალაქ ბანი-ვალიდში, რომელიც ალყაში ჰყავს გარდამავალი მთავრობის ჯარებს, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ლიბიის ახალი მთავრობის წარმომადგენლის თქმით, კადაფის მომხრეები ძარცვავენ სურსათის მაღაზიებს, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. დღესვე სირიის ტელეკომპანია „არაი ტივიმ“ გაავრცელა მუამარ კადაფის ახალი მიმართვა, რომელშიც ლიბიის დამხობილი ლიდერი აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი პოლიტიკურ სისტემა მთელი ლიბიელი ხალხის ნებას ასახვას და რომ ამ სისტემის სამხედრო ძალით დაშლა, შეუძლებელია. თუ სად გაკეთდა ჩანაწერი, უცნობია. ისევე როგორც კადაფის ადგილსამყოფელი.
XS
SM
MD
LG