Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომიტინგეები კიევში „უმაღლეს რადაში“ შეჭრას შეეცადნენ


ათასკაციანი პოლიციის სპეცრაზმი გამოიძახეს უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დასაცავად მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ. დღეს უკრაინის პარლამენტის შენობასთან გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, რომელშიც 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამოქალაქო პერსონალის გარდა, სამხედრო ვეტერანებიც მონაწილეობდნენ. დემონსტრაციაში მონაწილეები აპროტესტებდნენ ჩერნობილისა და ავღანეთის ომის მონაწილე ვეტერანებისათვის არსებული შეღავათების მოსალოდნელ შემცირებას. მომიტინგეებმა დააზიანეს პარლამენტის ღობე. სპეცრაზმმა კი გავრცელებული ინფორმაციით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარლამენტის წარმომადგენელთა და მომიტინგეთა დელეგაციის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში აღარ განიხილავენ კანონპროექტს შეღავათების შემცირების შესახებ. ვეტერანები ითხოვენ, რომ დოკუმენტი მათთან შეთანხმდეს.
XS
SM
MD
LG