Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ შეწყვიტა ვიზიტი აშშ-ში, მისი ქვეყნის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ყოფილი პრეზიდენტის ბურანუდდინ რაბანის მკვლელობის გამო.
რაბანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს აფეთქების შედეგად, თალიბანის ორ წარმომადგენლთან შეხვედრის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის წინ, ნიუ იორკში, ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაბანის სიკვდილი მას არ შეაჩერებს, გააგრძელოს მშვიდობისკენ სწრაფვა. ბარაკ ობამამ კარზაის საპასუხოდ თქვა, რომ ორივეს გვჯერა, არ გავჩერდებით შევქმნათ გზა, რომლითაც ავღანელები თავისუფლებად, უსაფრთხოდ და კეთილდღეობაში იცხოვრებენო. ობამას თანახმად, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთის საზოგადოების ყველა ნაწილი გაერთიანდეს, რათა დასრულდეს ეს უაზრო ძალადობა. პოლიციის ცნობით, რაბანი თვითმკვლელმა მოკლა, რომელმაც ასაფეთქებელი მასალა ტურბანით შეიტანა მასთან შეხვედრაზე. ავღანეთის მთავრობის ანონიმმა წევრმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ისურვა რაბანისთან შეხვედრა და შემდეგ თავი აიფეთქა სამშვიდობო მოლაპარაკების სხვა წარმომადგენლების თანდასწრებით. საბჭო, რომელსაც რაბანი ხელმძღვანელობდა, სათავეში უდგას მთავრობის პოლიტიკას, რომელიც 2010 წლიდან თალიბანის წევრების შემორიგებას ისახავს მიზნად. ბურანუდდინ რაბანი, ეთნიკურად ტაჯიკი, ავღანეთის პრეზიდენტი იყო 1992-2001 წლებში, თუმცა ფორმალურად ვერ მართავდა ქვეყანას 1996 წლიდან, რაც ავღანეთში ძალაუფლება თალიბებმა იგდეს ხელთ.
XS
SM
MD
LG