Accessibility links

იემენში შერიგების შეთანხმებას მიაღწიეს მთავრობის ჯარმა და რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა


იემენის დედაქალაქ სანაში შერიგების შეთანხმებას მიაღწიეს მთავრობის ჯარმა და რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა. მათი მორიგება მოხდა ვიცე-პრეზიდენტ აბდ-რაბი მანსურ ჰადის, ასევე ევროპის ზოგიერთი ქვეყნის და აშშის წარმომადგენელთა შუამავალობით.
უფრო ადრე მთავრობის ჯარმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბანაკს ცეცხლი გაუხსნა და შვიდი ადამიანი დახოცა. კვირასა და ორშაბათს იემენის უსაფრთხოების ძალებმა და მთავრობის მომხრე შეიარაღებულმა პირებმა 50 კაცზე მეტი მოკლეს. პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის წინააღმდეგ გამოსვლები იემენში რვა თვეა გრძელდება. სალეჰი საუდის არაბეთში მკურნალობს, ივნისში, თავდასხმის შედეგად მიყენებულ ჭრილობებს.
XS
SM
MD
LG