Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდი: გლობალური ეკონომიკა სახიფათო ახალ ფაზაში შევიდა,


საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ იტალიის საკრედიტო რეიტინგის შემცირების შემდეგ, გლობალური ეკონომიკა სახიფათო ახალ ფაზაში შევიდა. ფონდის თანახმად, ამის მიზეზი ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისი და აშშ-ის სუსტი ეკონომიკური მდგომარეობაა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard&Poor's-მა იტალიის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ იტალიის პარლამენტმა მოიწონა გეგმა საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალიის საკრედიტო პრობლემებს შეიძლება მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა ვერ უშველოს.
XS
SM
MD
LG