Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინისა და ისრაელის ლიდერებს შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ნიუ იორკში პალესტინისა და ისრაელის ლიდერებს შეხვდება. აშშ კვლავაც ცდილობს დიპლომატიური ნაბიჯებით თავიდან აიცილოს საერთაშორისო დაპირისპირება გაეროს მიერ პალესტინის სახელმწიფოდ ცნობის საკითხზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი უეჭველად მხარს დაუჭერს პალესტინის განაცხადს გაეროს მიერ სახელმწიფოდ აღიარების თაობაზე. თეთრი სახლიც ცნობით, პალესტინისა და ისრაელის ლიდერებთან მოლაპარაკებისას ობამას ამოცანა კვლავაც იქნება ის, რომ დაარწმუნოს პალესტინის ლიდერი უარი თქვას გაეროსთვის სახელმწიფოდ ცნობის განაცხადის მიმართვაზე, ვიდრე საერთაშორისო მედიატორები ისრაელი-პალესტინის მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მაჰმუდ აბასი 23 სექტემბერს აპირებს ოფიციალურად მიმართოს გაეროს პალესტინის სახელმწიფოდ ცნობის განაცხადით. აშშ ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, აშშ ცდილობს გამონახოს დიპლომატიური გზები იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის სახელმწიფოდ ცნობაზე კენჭისყრა და ვეტოს გამოყენებითაც დაიმუქრა.
XS
SM
MD
LG