Accessibility links

პაკისტანში 26 შიიტი მომლოცველი დახოცეს


პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და თვითმხილველთა თანახმად, პაკისტანში თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს შიიტი მომლოცველების ირანისკენ მიმავალ ავტობუსს. მოკლულია 26 ადამიანი. თავდასხმა ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ აიღო. პაკისტანში უმრავლესობა სუნიტი მუსულმანები არიან. შიიტები დაახლოებით 15%-ს შეადგენენ. ბელუჯისტანი კი შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სეპარატისტი მეამბოხეების თავშესაფრად არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG