Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ”კონკორდიას სამიტის” პირველ სხდომაში


საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ”კონკორდიას სამიტის” სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ის პირველი გამომსვლელი იყო. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ”ჩვენი მოდელი სრულყოფილი არ არის, ის, შესაძლოა, არც არაბულ ერებს მოერგოს და არც რეგიონის სხვა ქვეყნებს, თუმცა ჩვენი გამოცდილება ყველასთვის იმედისმიმცემია: რადიკალური ცვლილებები შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოვალეობაა მეგობარ არაბულ ქვეყნებს და ყველა სხვა დანარჩენს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება გარდამავალი დემოკრატიის საკითხებში”. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამერიკის პრეზიდენტმა (2001-2009 წლებში) ჯორჯ ბუშმა, კოლუმბიის პრეზიდენტმა (2002-2010 წლებში) ალვარო ურიბემ, საუდის არაბეთის პრინცმა აბდულ-აზიზ ბინ ტალალ ბინ აბდულ-აზიზ ალ საუდიმ, პოლონეთის პრეზიდენტმა (1995-2005 წლებში) ალექსანდრ კვასნიევსკიმ, ამერიკის ელჩმა ერაყში და სხვ. ”კონკორდიას სამიტი” არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წლის თებერვალში დაარსდა. პირველი სამიტი წელს მსოფლიოს ლიდერებს, ოფიციალურ პირებს უსაფრთხოების საკითხებში და გლობალური კორპორაციების ლიდერებს გააერთიანებს, რათა ექსტრემიზმის მოგვარების საკითხში მთავრობისა და კერძო სექტორის შესაბამისი როლი განისაზღვროს.
XS
SM
MD
LG