Accessibility links

logo-print

რაბანის მკვლელობის გამო კარზაიმ გაეროში ვიზიტი შეწყვიტა


ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობის გამო ქაბულში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, ხოლო პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, მოსალოდნელი არეულობის შიშით, შეწყვიტა ვიზიტი ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გვერდით მდგარმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ რაბანის მკვლელობა ვერ გადაახვევინებს მათ სამშვიდობო გზიდან. „მისია, რომელსაც იგი [რაბანი] ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ბატონო პრეზიდენტო, ავღანეთი ხალხისათვის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის. ჩვენი ის ძალიან, ძალიან დაგვაკლებდა. მე არ ვფიქრობ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენთვის იოლი იქნება მისი ადგილის შევსება.“ ბურჰანუდდინ რაბანი სიკვდილამდე მშვიდობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო და მოლაპარაკებებს აწარმოებდა თალიბანის წარმომადგენლებთან. ბურჰანუდინ რაბანი თვითმკვლელმა ტერორისტმა სამშაბათს ქაბულში მოკლა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო რაბანის მკვლელობა, თუმცა განაცხადა, რომ ის და ავღანეთის პრეზიდენტი მოწოდებული არიან მიაღწიონ ომის დასრულებას მოლაპარაკების გზით.
XS
SM
MD
LG