Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ორ ამერიკელს ირანის საპატიმროდან გაათავისუფლებენ


ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ამერიკელის ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფებს დღეს გაათავისუფლებენ ციხიდან. ადვოკატ მასუდ შაფიეის თქმით, შესაბამისი საპროცესო გარიგება დამტკიცებულია. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, სასამართლო თითოეულ პატიმარს 500 ათასი დოლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლებს. შეინ ბაუერსა და ჯოშ ფატალს გასულ თვეს ირანის სასამართლო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით და 2009 წელს ერაყის მხრიდან ირანის საზღვრის არალეგალური გადაკვეთის გამო. ეჭვმიტანილთა თქმით, ისინი ერაყის მთებში მოგზაურობდნენ და საზღვარი შემთხვევით დაარღვიეს. ეჭვმიტანილთა ადვოკატის თქმით, ირანი ორ პირს დღეს მოგვიანებით გადასცემს შვეციის საელჩოს, რომელიც აშშ-ის ინტერსებს ახორციელებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
XS
SM
MD
LG