Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო თურქმენეთს მედიის ლიბერალიზებისაკენ მოუწოდებს


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მოუწოდებს თურქმენეთს, რათა შეამციროს მედიის შეზღუდვა და უზრუნველყოს ქვეყანაში ინტერნეტით უფრო ფართო სარგებლობა. აღნიშნული განცხადება დუნია მიატოვიჩმა, ეუთოში მედიის უფლების საკითხების კოორდინატორმა, ცენტრალური აზიის ქვეყანაში ვიზიტის დროს გააკეთა. მიატოვიჩმა შეაქო თურქმენეთის ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში თუნდაც ერთი არასამთავრობო გაზეთს აძლევს არსებობის საშუალებას. 2007 წლამდე თურქმენეთი ზღუდავდა ინტერნეტით სარგებლობას ოფიციალურად დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის. ბევრი უცხოური ვებსაიტი კი ბლოკირებულია. თურქმენეთში ყველაზე დაბალია ინტერნეტის მოხმარება - ქვეყანაში ინტერნეტით საშუალოდ 100 დან მხოლოდ 2.2 ადამიანი სარგებლოს.
XS
SM
MD
LG