Accessibility links

logo-print

ლიბიის გარდამავალი საბჭო ახალ მთავრობას დაამტკიცებს


ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა 10 დღის განმავლობაში ჩამოყალიბდება. ამის თაობაზე ლიბიის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ მაჰმუდ ჯიბრილმა ნიუ-იორკში „რვიანის ჯგუფში“ შემავალი ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნების კონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, ჯიბრილს არ დაუზუსტებია, თუ სად იმუშავებს ახალი მინისტრთა კაბინეტი, ტრიპოლიში ერთად თუ ორ ჯგუფად გაყოფილი ლიბიის დასავლეთსა და აღმოსავლეთში. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ განაცხადა, უახლოეს წლებში ეგვიპტეს, იორდანიას, ტუნისსა და მაროკოს უკვე დაჰპირდნენ 80 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას.
XS
SM
MD
LG