Accessibility links

logo-print

ირანიდან გაემგზავრა პატიმრობიდან გათავისუფლებული ორი ამერიკელი


ირანში გაათავისუფლეს აშშ-ის ორი მოქალაქე, რომელთაც რვა წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. 28 წლის შეინ ბაუერი და 29 წლის ჯოშ ფატალი ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ დააკავეს. ისინი ირანის ტერიტორიაზე, მათივე განმარტებით, შეცდომით იყვნენ გადასული ერაყიდან, სადაც მთაში მოგზაურობდნენ. ახალგაზრდები უკვე გაემგზავრნენ ირანიდან გირაოს სახით ნახევარ-ნახევარი მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ.
XS
SM
MD
LG