Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ობამას შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ნიუ-იორკში იმყოფება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა. ამის შესახებ ცნობას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავცრელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის სახელით გამართულ ლანჩზე შედგა, რომელსაც, ტრადიციულად, გენერალური ასამბლეის წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. ადმინისტრაციის განცხადებით ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების საუბარი მეგობრულ ვითარებაში შედგა და ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხებს შეეხო.
XS
SM
MD
LG