Accessibility links

პალესტინელები პროტეტს გამოთქვამენ გაეროში ობამას გამოსვლის მიმართ


ათასამდე პალესტინელი შეიკრიბა დღეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში, რათა პროტესტი გამოეხატათ აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გაეროში გამოსვლის მიმართ. ობამას სიტყვის საპასუხოდ პალესტინელ მშრომელთა კავშირი გეგმავს მსვლელობებს პარასკევის ლოცვის შემდეგ, აშშ-ის საელჩოებთან არაბულ ქვეყნებში. ოთხშაბათს პალესტინელთა პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, ბარაკ ობამამ შეხვედრისას განუცხადა, რომ ის ვეტოს დაადებს უშიშროების საბჭოს რეოზოლუციას პალესტინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების შესახებ. ადრე, გაეროს გენერალურ ასამბლეას ობამამ განუცხადა, რომ მხოლოდ პალესტინელებს და ისრაელს შორის პირდაპირმა მოლაპარაკებამ შეიძლება მოიტანოს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნა. პალესტინელები პარასკევს აპირებენ ოფიციალურად მიმართონ გაეროს თხოვნით, მათი სახელმწიფოს დამოუკიდებლად აღიარების შესახებ. ისრაელი კატეგორიული წინააღმდეგია პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნისა ამგვარი გზით.
XS
SM
MD
LG