Accessibility links

რომის პაპმა ამ სტატუსით პირველი ვიზიტი დაიწყო მშობლიურ გერმანიაში


რომის პაპი, ბენედიქტე მე-16-თ, კათოლიკური ეკლესიის მამამთავრის სტატუსით პირველად, თავის მშობლიურ გერმანიაში დაიწყო ვიზიტი. ბერლინში, ტეგელის აეროპორტში, ის შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ კრისტიან ვოლფსა და კანცლერ ანგელა მერკელს. დღეს პაპმა მიმართა გერმანიის პარლამენტს, შემდეგ კი ღია ცის ქვეშ მესას გამართავდა ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე. ოთხდღიანი ვიზიტის დროს პაპი შეხვდება მაჰმადიანთა და იუდეველთა თემების ლიდერებს, ესტუმრება უპირატესად პროტესტანტულ, გერმანიის ყოფილ აღმოსავლეთ ნაწილს და ჩავა მშობლიურ კუთხე ბავარიაში.
XS
SM
MD
LG