Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სენატის კომიტეტმა დაამტკიცა პაკისტანისთვის დახმარება


აშშ-ის სენატის ასიგნაციების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პაკისტანისთვის ეკონომიკასა და უშიშროების საქმეში დახმარების კანონპროექტს, რომელიც შეიცავს პირობას, რომ ეს ქვეყანა აშშ-თან ტერორიზმის, სხვათა შორის ჰაკანის გაერთიანების წინააღმდეგ, ბრძოლაში ითანამშრომლებს. აშშ-ის ოფიციალური პირები ამ ჯგუფს ბრალად სდებენ ქაბულში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის მოწყობას. სენატის კომიტეტის გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს მთელმა სენატმა, შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატამ. ეკონომიკური დახმარების თანხა პროეზიდეტმა ობამამ უნდა განსაზღვროს. სამხედრო სფეროში დახმარება 2012 წლისთვის მილიარდ დოლარამდე შეიძლება იყოს. ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობა გაუარესდა პაკისტანში აშშ-ის სპეცრაზმის მიერ ალ ყაიდის მეთაურის, ოსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG