Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია გამართა კომპანია "ევრაზიანსტილსის" თბილისის ოფისთან


საქართველოს პროფკავშირებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა კომპანია "ევრაზიანსტილსის" თბილისის ოფისთან. ქუთაისში ამ კომპანიის კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის მუშების გაფიცვა 15 სექტემბერს პოლიციამ ძალით დაშალა, 18 სექტემბერს კი, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა აქციის სამი აქტიური მონაწილე, რომლებიც ამჟამად ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. "ევრაზიანსტილსის" ოფისთან დღეს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კომპანიისგან მოითხოვეს, ყურადღება მიაქციოს მეტალურგების საქმეს და სამსახურში დააბრუნოს პროფკავშირული საქმიანობისთვის დათხოვნილი მუშები. პროფკავშირების ლიდერთა განცხადებით, არ შეიძლება დააპატიმრო ადამიანები იმის გამო, რომ შრომის ნორმალური პირობები მოითხოვეს და კონსტიტუციით მინიჭებული გაფიცვის უფლება გამოიყენეს. ხვალ პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ თბილისში გაეროს ოფისთან, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, მეტალურგების საქმისადმი მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ.
XS
SM
MD
LG