Accessibility links

logo-print

სტრასბურგში დღეს დაიწყო მსჯელობა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის შესახებ


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს დაიწყო მსჯელობა იმის თაობაზე ექვემდებარება, თუ არა არსებით განხილვას რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება. თბილისი მოსკოვს ადანაშაულებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, პირადი თავისუფლების და საკუთრების უფლებათა დარღვევაში. საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს პირველად ზეპირად მიმართა 2008 წლის 11 აგვისტოს, 2009 წლის თებერვალში კი, სრულყოფილი საჩივარი წარუდგინა. სტრასბურგში დღეს გამართული სხდომის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაციამ ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე ვერ იქნება. მესხორაძემ იმედი გამოთქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არა რუსეთის, არამედ საქართველოს პოზიციას გაიზიარებს და საქმეს დასაშვებად ცნობს. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს.
XS
SM
MD
LG