Accessibility links

საფრანგეთის სასამართლომ ჯარიმა დააკისრა მუსლიმან ქალებს


საფრანგეთში სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა ორ მაჰმადიან ქალს, რომლებმაც დაარღვიეს კანონი საზოგადოებრივ ადგილებში სახის დამფარავი სამოსის ტარების აკრძალვის შესახებ. მოსმენა გაიმართა ქალაქ მოში, სადაც გასამართლებული ქალები შემჩნეული იყვნენ მერიის შენობის წინ სახის დამფარავი სამოსით. სასამართლომ მათ 120 და 80 ევროს გადახდა დააკისრა. ერთი მათგანი აპირებს ზემო ინსტანციაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება და თვით ადამიანის უფლებების სასამართლოს მიმართოს. ასეთი საქმის მოსმენა სასამართლოში პირველდ მოხდა საფრანგეთში, თუმცა დღემდე რამდენიმე მაჰმადიანი ქალი დაჯარიმებული იყო ამ კანონის დარღვევისთვის.
XS
SM
MD
LG